დაჯავშნა
სახელი, გვარი*
ტელეფონი*
ელ. ფოსტა

შეტყობინება:


სასტუმრო გალავნის კარი მდებარეობს სიყვარულის ქალაქ სიღნაღში ზღვის დონიდან 800მ. სიმაღლეზე ტყე-პარკთან და 4,5 კმ სიგრძის უძველეს ციხე-გალავანთან, საიდანაც იშლება ცივ გომბორის და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები.

სასტუმროში არის 13 მყუდრო ნომერი, ბარ-რესტორანი ეროვნული და ევროპული სამზარეულოთი. ასევე თქვენ შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დაყენებასა და ქართული ჭაჭის გამოხდაში და რა თქმა უნდა დაათვალიეროთ უძველესი ისტორიულ კულტურული შენობა-ნაგებობები კახეთის მთელ რეგიონში.

ჩვენ ვცდილობთ, რომ დამსვენებელმა გაატაროს საუკეთესო დრო. ჩვენი ყურადღებიანი და სტუმრებზე ორიენტირებული პერსონალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახადოს.